სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
ცაგერის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ზუბის, ისუნდრის, მახურის, ჩქუმის, ქულბაქის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
აღნიშნულ სოფლებში ჩატარდა საერთო კრებები, მოსახლეობას განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე.
საერთო კრებებზე მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი პროექტები შეარჩია:
ზუბი-გარე განათების გაგრძელების სამუშაოები; ისუნდერი-გარე განათების დასრულების სამუშაოები, მახურა- 1) არსებული ხიდის რეაბილიტაცია,
2)შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია.
ჩქუმი- გაბიონის მოწყობა, ქულბაქი- 1) გარე განათების დასრულების სამუშაოები,
2) გარე განათების დასრულების სამუშაოები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება


