სიახლეები

2023 წელს ინტენსიურად გაგრძელდება პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ მეორე ფაზის სამუშაოები

2023 წელს ინტენსიურად გაგრძელდება პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ მეორე ფაზის სამუშაოები.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და წარმატებით განხორციელებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 4 საპილოტე რეგიონში (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი), 2020-2022 წლებში, გამოყოფილი იქნა 205 მილიონი ლარი, საიდანაც დაფინანსდა ურბანული, ადგილობრივი ინტეგრირებული და ტურიზმის განვითარების მიმართულებით დაახლოებით 150 პროექტი და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 400-ზე მეტი ბენეფიციარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ახალი პროგრამის შემუშავებასა და დაწყებასთან დაკავშირებით.

სიახლეები