სიახლეები

2023 წელს ინტენსიურად გაგრძელდება პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის "განახლებული რეგიონების" მეორე ფაზის სამუშაოები

2023 წელს ინტენსიურად გაგრძელდება პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის "განახლებული რეგიონების" მეორე ფაზის სამუშაოები
პროგრამის ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის მასშტაბით პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია, რომლის
ფარგლებშიც განახლდა კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტები და ცენტრალური ქუჩები, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები, მოეწყო რეკრეაციული სივრცეები და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა.
„განახლებული რეგიონების“ უპრეცედენტო, 4 წლიანი პროგრამა, რომლის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, მოიცავს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს - ფაქტობრივად ქვეყნის მთელ ტერიტორიას - და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას ანუ სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას.
პროგრამის მიზანია, ქვეყნის რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალური გარემოს გაუმჯობესება და ტურისტულად საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრების გაჩენა.
ყველა ის პროექტი, რომელიც პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხელს შეუწყობს თითოეული მუნიციპალიტეტის თუ რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებას და მოსახლეობისათვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს

სიახლეები