სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის 8 თებერვალს საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
მიღებულ იქნა დადგენილება:
- „ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბერის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მიღებულ იქნა განკარგულება:
-
მერების შეთანხმებაზე „კლიმატისა და ენერგეტიკისათვის“ ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერთების შესახებ.
ამით საკრებულოს სხდომამ მუშაობა დაასრულა.


