სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი აღვის, ლუხვანოს, ალპანის თემების ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
აღნიშნულ სოფლებში ჩატარდა საერთო კრებები.
საერთო კრებებზე მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი პროექტები შეარჩია:
ზედა აღვი-1) სოფლის ცენტრში არსებული წყაროს წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა,2) სანიაღვრე-სადრენაჟე არხის მოწყობა.
კენაში- სოფლის შიდა და ცენტრალური გზების რეაბილიტაცია,ქვედა აღვი-სპორტული დანიშნულების შენობაში ჭერის მოწყობა, შუა აღვი- ჩაიდერის უბანში გარე განათების მოწყობა,2) თაგვაძეების და ხეცურიანების უბნისაკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია.
ქვედა ლუხვანო-
1) სოფ.ჭალისთავი ქვ.ლუხვანოს დამაკავშირებელ გზაზე ავარიული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების ჩატარება, 2)-გარე განათების გაგრძელების სამუშაოები. ზარაგულა-1)-გარე განათების დასრულების სამუშაოები,2) შიდა სასოფლო გზაზე ცხაურების მოწყობა.
ზედა ლუხვანო- შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია.
1)ალპანა-გარე განათების გაგრძელება,აჭარა-გარე განათების მოწყობა,ზოგიში-გარე განათების მოწყობა,ცაგერა- სპორტული მოედნის მოწყობა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება

სიახლეები