სიახლეები

ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ხელშეწყობით, საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი პროექტები ხორციელდება

ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ხელშეწყობით, საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი პროექტები ხორციელდება. საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ურბანული გარდაქმნის ხელშეწყობა, საზოგადოებრივი სივრცეების რეაბილიტაცია და მოწყობა, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება და ხარისხიანი მუნიციპალური სერვისების განვითარება.
ადგილობრივი ინიციატივები ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის“ (EU4ITD) ფარგლებში, რომელიც ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების ხელშეწყობას და საქართველოს რეგიონებში ცხოვრების დონის ამაღლებას ემსახურება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში პროექტი ხელს შეუწყობს ცაგერის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების მუნიციპალური სისტემის ციფრულ გარდაქმნას და ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას, რის შედეგად შესაძლებელი გახდება ბაღების აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია და ბაღის აღმზრდელების ონლაინ ტრენინგი.
ევროკავშირის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს 2 მილიონი ევროს ღირებულების ოთხწლიან ინიციატივას „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის“ (EU4ITD)
ადგილობრივი პროექტები შეირჩა 30,800 ევროს ღირებულების საგრანტო კონკურსის მეშვეობით, რომელშიც 22 მუნიციპალიტეტი ჩაერთო. შეფასების კომისიამ, რომელშიც გაეროს განვითარების პროგრამის, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ, 52 საპროექტო იდეა განიხილა და ექვსი გამარჯვებული შეარჩია. თითოეულმა გამარჯვებულმა ინიციატივამ 4,500-დან 6,000-მდე ევროს ოდენობის დაფინანსება მიიღო.

სიახლეები