სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალუდა თუთისანმა მერიაში ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალუდა თუთისანმა მერიაში ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდა მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.
სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს აღნიშნულ სამსახურებში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე სამუშაოები, დაგეგმილი ღონისძიებები, პრობლემური საკითხები და გამოწვევები.
ა(ი)იპ-ების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ინფორმაციები გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოებისა და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ.
ასევე, ისაუბრეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სფეროების მიხედვით დაგეგმილი სიახლეების შესახებ .
მსგავსი შეხვედრები, სხვადასხვა ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებთან პერიოდულად გაგრძელდება .

სიახლეები