სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
ცაგერის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ოყურეშის, უსახელოს, ოფიტარის, წიფერჩის, ბარდნალის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
აღნიშნულ სოფლებში ჩატარდა საერთო კრებები.
საერთო კრებებზე მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი პროექტები შეარჩია:
სპათაგორი-1)სასაფლაოს ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულება.2) სანიაღვრე არხის, ცხაურების და გზის სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
ლაცორია-1) ახალი სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა.2) ჭალის უბანში არსებული ბეტონის სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია.
ლეშკედა - ვენახებში მიმავალი შიდა სასოფლო გზების დახრეშვა.
ოყურეში- სასოფლო გზაზე "დიდტალახის უბნის"ბეტონის საფარის მოწყობა.
ოფიტარა-გარე განათების გაგრძელების სამუშაოები.
წიფერჩი-გარე განათების გაგრძელების სამუშაოები.
ბარდნალა-1) გარე განათების სამუშაოები.2) წყაროს მოპირკეთება და საწრეტი არხის მოწყობა.
ლარჩვალი-1) გარე განათების მოწყობა.
უსახელო- 1) გარე განათების გაგრძელების სამუშაოები.
2) გურულების უბანში ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია
3) სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოები
4) სპორტული ინვენტარის შესყიდვა.
ხოჯი-1) სასაფლაოს კეთილმოწყობის სამუშაოები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება.


