სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ცაგერის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისათვის. ამ ეტაპზე გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება ცაგერი- ორბელის უღელტეხილის და ცაგერი წყალტუბოს შიდასახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე. გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები კვლავ გაგრძელდება.
გათიშულია ინტერნეტ კავშირი, ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ხუთ სოფელს: ღვირიშს, საირმეს, აღვს, ნაკურალეშს, ქვედა ცაგერს.
მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, უახლოეს საათებში აღდგება მოსახლეობისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდება.


