სიახლეები
ცაგერის მერმა, ავთანდილ უგრეხელიძემ უმწეოთა სასადილოების 123 ბენეფიციარსა და მომსახურე პერსონალს სააღდგომო ნობათი გადასცა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ,მერის მოადგილემ მიხეილ მეშველიანმა,საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მარიკა კოპალიანმა და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა წინასააღდგომოდ ნობათი გადასცეს და დამდეგი დღესასწაული მიულოცეს უმწეოთა სასადილოების 123 ბენეფიციარსა და მომსახურე პერსონალს.
ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი ასეთი სასადილო ფუნქციონირებს-ქალაქ ცაგერში და სოფელ ლაჯანაში.


