სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის 1 მარტს საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
მიღებულ იქნა დადგენილება:
-
„ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 07 მარტის № 037 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მიღებულ იქნა განკარგულებები:
- საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ.
· ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის 2023 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტში 2023 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
· მუნიციპალიტეტის სახელოვნებო დაწესებულებების (სამუსიკო სკოლა, სამხატვრო სკოლა) გაწეული საქმიანობის შესახებ.
ამით საკრებულოს სხდომამ მუშაობა დაასრულა.


