სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გზებზე თოვლის საფარის გაწმენდითი სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გზებზე თოვლის საფარის გაწმენდითი სამუშაოები.
შესაბამისი ტექნიკით გაიწმინდა ქალაქის ცენტრალური და შიდა საუბნო გზები, ორბელის უღელტეხილი.
თოვლის წმენდის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს ნაკურალეშის, ოყურეშის, ზუბის, აღვის მიმართულებით.
სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად კვლავ გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.
ავარიული დაზიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს.
მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

სიახლეები