სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში, თოვლის საფარისგან ადგილობრივი მნიშვნელობის გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა
ცაგერის მუნიციპალიტეტში, თოვლის საფარისგან ადგილობრივი მნიშვნელობის გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა.
გაწმენდითი სამუშაოები გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
ელექტროენერგია და წყალმომარაგება მუნიციპალიტეტში რამდენიმე საათში აღდგება.
ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმში მუშაობს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, ელექტროენერგიის აღდგენისთვის იმუშავებენ ენერგო-პრო ჯორჯიას დამატებითი ოპერატიული ჯგუფები.
მოსახლეობას ვთხოვთ საჭიროების შემთხვევაში დარეკონ შემდეგ ნომრებზე:
595 49 18 01
599 18 24 25


