სიახლეები

ძლიერი თოვის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩქუმი-ქულბაქის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე ჩამოიშალა მთის მასა და ლოდები

ძლიერი თოვის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩქუმი-ქულბაქის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე ჩამოიშალა მთის მასა და ლოდები, მოყოლილია მანქანა, სავარაუდოდ ერთი პირი მძღოლი. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში შემავალ ამბროლაურის, ონის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებშიც შექმნა სხვადასხვა სახის პრობლემები, შეიზღუდა მუნიციპალიტეტების გარკვეულ სოფლებში გადაადგილება და ელექტროენერგიის მიწოდება. დილიდან ორივე მიმართულებით პრობლემების აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

სიახლეები