სიახლეები
მერის პირველმა მოადგილემ მიმდინარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
1 მაისს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი მახათაძემ, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები.
ქალაქ ცაგერში ხორციელდება ხუთი ქუჩის-9 აპრილის,გოლეთიანის,ჩაკვეტაძის,კოსტავას(ჩიხების), ვაჟა-ფშაველას ქუჩების რეაბილიტაცია.
ამჟამად მიმდინარეობს გრუნტის მოჭრის და ხრეშოვანი საფარის მოწყობის სამუშაოები,შემდეგ დაიწყება ასფალტირება.
ჩაკვეტაძის ქუჩაზე კეთდება კანალიზაციის სისტემაც.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 1 305 000 ლარი.სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება.


