სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში, ჩქუმი-ქულბაქის დამაკავშირებელ გზაზე, ძლიერი თოვის შედეგად ჩამოშლილ მთის მასაში მოყოლილი ავტომანქანა სამაშველო სამუშოების განხორციელების შედეგად ამოიყვანეს
ცაგერის მუნიციპალიტეტში, ჩქუმი-ქულბაქის დამაკავშირებელ გზაზე, ძლიერი თოვის შედეგად ჩამოშლილ მთის მასაში მოყოლილი ავტომანქანა სამაშველო სამუშოების განხორციელების შედეგად ამოიყვანეს.
სამწუხაროდ გარდაცვლილია (ერთი პირი- მძღოლი) ცაგერის რაიონის სოფელ ისუნდერში მცხოვრები გელა ლიპარტელიანი, რომელიც სოფელ ჩქუმის, ზუბის და ისუნდერის საჯარო სკოლებში უცხო ენის პედაგოგად მუშაობდა.
სამაშველო ოპერაციის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ სახელწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მოადგილე- ლევან ზალკალიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი, მოადგილე- რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დატრიალებული ტრაგედიის გამო, სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს, მის ახლობლებს, ნათესავებს, კოლეგებს და თითოეულ ლეჩხუმელს.


