სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში, ინტენსიური თოვის შედეგად, გზებზე გადაადგილება სოფლების მიმართულებით შეზღუდულია.დროებით ჩაკეტილია ცაგერი-ორბელის უღელტეხილი
ცაგერის მუნიციპალიტეტში, ინტენსიური თოვის შედეგად, გზებზე გადაადგილება სოფლების მიმართულებით შეზღუდულია.დროებით ჩაკეტილია ცაგერი-ორბელის უღელტეხილი.
დილიდან განახლდა ქალაქის ცენტრალური გზების წმენდა. ტექნიკა მობილიზებულია სხვადასხვა სოფლების მიმართულებით გზების წმენდისთვის.
წყალმომარაგება მუნიციპალიტეტში არ შეწყვეტილა.
ელექტროენერგია მიეწოდება მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს (საავადმყოფო, წყალსადენი).საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ენერგო-პრო ჯორჯიას ადგილობრივი და დამხმარე ჯგუფები.ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათში აღდგება.
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერის საავტომობილო გზა ამ დროისთვის გაწმენდილია და ტრანსპორტის მოძრაობა არაა შეზღუდული.
მოსახლეობას ვთხოვთ საჭიროების შემთხვევაში დარეკონ შემდეგ ნომრებზე:
595 49 18 01
599 18 24 25
551 07 10 14


