სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლების მიერ, ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქ ცაგერის გაწმენდითი სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლების მიერ, ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქ ცაგერის გაწმენდითი სამუშაოები.
თოვლისგან იწმინდება პარკები, სკვერები, ქვაფენილები...
ადგილზე იმყოფებიან ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი, მოადგილე-რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.
ტექნიკით იწმინდება ქალაქ ცაგერის ცენტრალური და შიდა გზები. გზების წმენდა მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით.
წყალმომარაგება მუნიციპალიტეტში არ შეწყვეტილა.
ელექტროენერგია მიეწოდება ქალაქ ცაგერს, ქვედა ცაგერს, ორბელს,ქორენიშს, ტვიშს,ორხვს,სოფელ ჩხუტელის ნაწილს.საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ენერგო-პრო ჯორჯიას ადგილობრივი და დამხმარე ჯგუფები.
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერის საავტომობილო გზა ამ დროისთვის გაწმენდილია და ტრანსპორტის მოძრაობა არაა შეზღუდული.
გაწმენდილია ცაგერი-ორბელის უღელტეხილი.
მოსახლეობას ვთხოვთ საჭიროების შემთხვევაში დარეკონ შემდეგ ნომრებზე:
595 49 18 01
599 18 24 25
551 07 10 14

სიახლეები