სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები.
იწმინდება საავტომობილო გზები სოფლების მიმართულებით.კვლავ გასაწმენდია რამდენიმე სოფლის გზა, ეტაპობრივად მიმდინარეობს წმენდა ყველა მიმართულებით.
ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელო პირები.
ელექტროენერგია ჯერ კიდევ არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს. ენერგო პრო-ჯორჯიას ჯგუფები აგრძელებენ მუშაობას საგანგებო რეჟიმში.
ცაგერის მუნიციპალიტეტში სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ა(ა)იპ- ების წარმომადგენლები და სოციალური პროგრამით დასაქმებული პირები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ახორციელებენ თოვლისგან გაწმენდით სამუშაოებს

სიახლეები