სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად სამუშაოები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად სამუშაოები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.
გაიხსნა ჩქუმი-ქულბაქის საავტომობილო გზა, სადაც მეწყრული მოვლენების შედეგად მთა ჩამოიშალა და რამდენიმე დღით ჩაიკეტა.
გაგრძელდება თოვლის წმენდის სამუშაოები ქულბაქის მიმართულებით.
იწმინდება საავტომობილო გზები სოფლების მიმართულებით.დღეს იწმინდება ნაკურალეშის, ცხუკუშერის, უცხერის ,ღვირიშის, ზოგიშის, ცაგერას, ლასურიაშის, ლაცორიას, სპათაგორის, ხოჯის, მახურის, წიფერჩის საავტომობილო გზები.
გასაწმენდია რამდენიმე სოფლის გზა, მათ შორის:ქულბაქის, წილამიერის, კურცობის, ოფიტარის. წმენდა გაგრძელდება ყველა მიმართულებით.
დანარჩენი სოფლების მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება აღდგენილია.
ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები:მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი, მოადგილე-რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.
ელექტროენერგია ჯერ კიდევ არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს:ჩქუმს, ქულბაქს, თაბორს, სურმუშს, ლაილაშს, ღუს, აღვის თემს. ენერგო პრო-ჯორჯიას ჯგუფები აგრძელებენ მუშაობას საგანგებო რეჟიმში აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად.

სიახლეები