სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში ხორციელდება ორსულ ქალბატონთა ხელშეწყობის პროგრამა

ცაგერის მუნიციპალიტეტში ხორციელდება ორსულ ქალბატონთა ხელშეწყობის პროგრამა.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ სოციალურად დაუცველ ორსულებს.
პროგრამა ითვალისწინებს ორსულთა სრულფასოვანი კვებით უზრუნველყოფას.
დახმარება განისაზღვრება ყოველთვიურად 200 ლარის ღირებულების პროდუქტით.პროგრამით სარგებლობის უფლება აქვთ 12 კვირის და 12 კვირის ზემოთ ორსულებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს.
ტელ.599 32 62 11

სიახლეები