სიახლეები

გელა ხვადაგიანის სახელობის სპორტულ დარბაზში გაიმართა ტრადიციული ტურნირი ნარდში

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,კულტურის და სპორტის სამსახურის(ხელმძღვანელი გოგი კვირიკაშვილი),კომპლექსური სასპორტო სკოლის(დირექტორი კობა ქომეთიანი) მხარდაჭერით გელა ხვადაგიანის სახელობის სპორტულ დარბაზში გაიმართა ტრადიციული ტურნირი ნარდში.
ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ ცაგერის, მუნიციპალიტეტის სოფლების, დაწესებულებების და ორგანიზაციების ოცმა მონარდემ.
დაძაბულ, საინტერესო შეჯიბრებაში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი-რაჟდენ ბენიძე(სოფელი ქვედა ცაგერი)
მეორე ადგილი-კორნელი კოპალიანი-სასპორტო სკოლა,
მესამე ადგილი-გელა კოპალიანი სოფელი ჭალისთავი.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ მონარდეებს გადაეცათ შესაბამისი ფასიანი საჩუქრები და დიპლომები. სპორტის ვეტერანს გელა კოპალიანს განსაკუთრებული ღვაწლისათვის გადაეცა კომპლექსური სასპორტო სკოლის სიგელი და სამახსოვრო თასი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი და მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.

სიახლეები