სიახლეები
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დედის დღე მიულოცეს ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან ზალკალიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა- ალუდა თუთისანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ- ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილემ-მარიკა კოპალიანმა და მერის მოადგილემ- რევაზ ახვლედიანმა, დედის დღე მიულოცეს ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
,,ჩვენი სიამაყე არიან მრავალშვილიანი ქალბატონები, რომლებიც ერს უზრდიან შვილებს, ერს მატებენ სიძლიერეს და ალამაზებენ ჩვენს ცხოვრებას. ყველა დედას ვულოცავთ გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულს და დიდ ბედნიერებას ვუსურვებთ!"-აღნიშნა ლევან ზალკალიანმა.