სიახლეები

ინტენსიური წვიმის შედეგად, ცაგერის მუნიციპალიტეტში გააქტიურდა სოფელ ღუს მეწყერი, ლაჯანის ტერიტორიაზე ჩამოიტანა ნაშალი მასა და დროებით ჩაკეტა ალპანა - ცაგერის დამაკავშირებელი გზა

ინტენსიური წვიმის შედეგად, ცაგერის მუნიციპალიტეტში გააქტიურდა სოფელ ღუს მეწყერი, ლაჯანის ტერიტორიაზე ჩამოიტანა ნაშალი მასა და დროებით ჩაკეტა ალპანა - ცაგერის დამაკავშირებელი გზა.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთი უკვე გახსნილია ნებისმიერი სახის ტრანსპორტისათვის.
სტიქიის ადგილზე დილიდან იმყოფება ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი- ალუდა თუთისანი.
ადგილზე რჩება მობილიზებული ტექნიკა, რომელიც კვლავ განაგრძობს საჭიროების შემთხვევაში პრობლემურ მონაკვეთებზე მუშაობას.

სიახლეები