სიახლეები

ცაგერის საჯარო სკოლის პედაგოგის- იზა ხეცურიანის ორგანიზებით სატელევიზიო მუსიკალური პროექტის- ,,ვოისის" ფორმატის ღონისძიება ,,ახალი ხმა-2023" გაიმართა

ცაგერის საჯარო სკოლის პედაგოგის- იზა ხეცურიანის ორგანიზებით სატელევიზიო მუსიკალური პროექტის- ,,ვოისის" ფორმატის ღონისძიება ,,ახალი ხმა-2023" გაიმართა.
ღონისძიებაში ჩართული იყვნენ და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს სკოლის უმცროსკლასელებმა, აგრეთვე საინტერესო ნომრებით წარსდგნენ ამავე სკოლის სხვა მოსწავლეებიც.
ღონისძიებას პროექტის შესაბამისად ჰყავდა მენტორები და გულშემატკივრები.
ზეიმის დასასრულს სიტყვით გამოვიდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე- ქრისტინა კობახიძე, მოადგილე -ლევან ზალკალიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე- რევაზ ახვლედიანი, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი, აზერბაიჯანულ სკოლაში ქართული ენის პედაგოგი- ლალი მარგიანი, კომპოზიტორი- ნუკრი კარკაძე, ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორი- დავით ცვარიანი.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოსგან პროექტის მონაწილეებს საჩუქრები გადაეცათ, ქალბატონ- ლალი მარგიანისგან სამახსოვრო სიგელები, სამხარეო ხელმძღვანელებმა მონაწილეთა დედებს სიმბოლურად ყვავილები გადასცეს.

სიახლეები