სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის ტერიტორიაზე, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა ცხენისწყალმა პრობლემები შექმნა

2 მაისს ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ცხენისწყალმა სოფელ ლასურიაშის ტერიტორიაზე ნაწილობრივ დააზიანა დამცავი გაბიონი და საფრთხე შეუქმნა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და ლასურიაშის საჯარო სკოლას.
ადგილზე იმყოფებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან და ლასურიაშის თემში მერის წარმომადგენელთან ერთად.
საჭიროა ნაპირსამაგრისა და ახალი დამცავი გაბიონის მოწყობა,რაც ადგილობრივი შესაძლებლობით ვერ მოგვარდება.მერია მიმართავს შესაბამის ზემდგომ ინსტანციებს პრობლემის გადაჭრაში დახმარებისათვის.

სიახლეები