სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საავტომობილო გზაზე 20 თებერვალს ჩამოშლილმა მეწყრულმა მასამ და ქვებმა რამდენიმე დღით ჩაკეტა ჩქუმი-ქულბაქის საავტომობილო გზა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საავტომობილო გზაზე 20 თებერვალს ჩამოშლილმა მეწყრულმა მასამ და ქვებმა რამდენიმე დღით ჩაკეტა ჩქუმი-ქულბაქის საავტომობილო გზა.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად აღნიშნული გზა უკვე გახსნილია და თავისუფლად გადაადგილდებიან ავტომანქანები.
თუმცა, უხვი ნალექის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნულ მონაკვეთზე კვლავ გრძელდება ქვის ცვენა და ნაშალი მასების ჩამოსვლა.
მოსახლეობას მოვუწოდებთ ამ მონაკვეთზე გადაადგილებას სიფრთხილით მოეკიდნონ.
ჩქუმი-ქულბაქის აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე მოეწყო შემზღუდავი, გამაფრთხილებელი ნიშნები.
ადგილზე იმყოფებიდა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი.

სიახლეები