სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალუდა თუთისანმა სამუშაო თათბირი გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალუდა თუთისანმა სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
თათბირზე განიხილეს ტერიტორიულ ერთეულებში არსებული ზოგადი მდგომარეობა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები, არსებული გამოწვევები.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალსა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე, რაც კვლავ გრძელდება მუნიციპალიტეტის თემებში.
სამუშაო თათბირში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი და მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.