სიახლეები

არიან ადამიანები, რომლებიც უპრეტენზიოდ ემსახურებიან თავიან პროფესიას, მშობლიურ კუთხეს და ქვეყანას

არიან ადამიანები, რომლებიც უპრეტენზიოდ ემსახურებიან თავიან პროფესიას, მშობლიურ კუთხეს და ქვეყანას.
ლეჩხუმში ფრენბურთის ტრადიციების შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული სპორტის ვეტერანს თენგიზ ოთარის ძე საღინაძეს.
ფრენბურთელი 1967 წლიდან გახდა, მწვრთნელის ზაურ ბენიძის ხელმძღვანელობით.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს სპორტკომიტეტთან არსებულ მწვრთნელთა სკოლაში, სწავლის პერიოდში თამაშობდა საქართველოს რესპუბლიკურ სპორტ საზოგადოება ,,სპარტაკის“ ნაკრებ გუნდში და გახდა თბილისის პირველობის II პრიზიორი.
ბატონი თენგიზი წლების მანძილზე მუშაობდა ლეჩხუმის სხვადასხვა სკოლებში ფიზიკური აღზრდის პედაგოგად.
რაიონის ფრენბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში იყო საქართველოს ზონალური პირველობების II პრიზიორი და საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე.
1986 წლიდან ხელმძღვანელობდა სპორტ საზოგადოება ,,შევარდენის“ რაიონულ საბჭოს და პარალელურად მუშაობდა მწვრთნელად სპორტულ სკოლაში.
ამაგდარი მწვრთნელის თავკაცობით 2005-2008 წლებში ცაგერის ვაჟ ფრენბურთელთა ნაკრები გუნდი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ სამჯერ გახდა ვერცხლის პრიზიორი.
მისი აღზრდილები ძმები ლაშა და დათო ლიპარტელიანები, თემურ ჭაბუკიანი, ზაალ ხაბულიანი და სხვები თამაშობდნენ საქართველოს ნაკრებ გუნდში.
თენგიზ საღინაძე არის ცაგერის რაიონის მრავალგზის ჩემპიონი და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ფრენბურთში, მას მინიჭებული აქვს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება.
ღვაწლმოსილი სპეციალისტი დღესაც საყვარელი საქმის ერთგულ სამსახურშია.
ჯანმრთელობას, სიხარულს და წარმატებებს ვუსურვებთ მას.

სიახლეები