სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  21 მარტს საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს  რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ   რეზო ხეცურიანმა.

 მიღებულ იქნა განკარგულებები:

  • ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -,,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სარაგბო კლუბის - ამარანტები“ ერთობლივად დაფუძნების გადაწყვეტილების მიღების მიზანშეწონილობაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
  •  ცაგერის          მუნიციპალიტეტის    საკუთრებაში  არსებული      ქონების-სოფელ გაგულეჩში მდებარე          6327.00           კვ.მ.     არასასოფლო-სამეურნეო      დანიშნულების მიწის ნაკვეთის  (ს/კ 89.04.30.192)       ფართის           პირდაპირი     განკარგვის      წესით  - სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო  ,,უზუფრუქტი“)         საქართველოს გარემოს დაცვისა       და სოფლის მეურნეობის            სამინისტროს  საჯარო           სამართლის იურიდიული     პირის ,,ეროვნული სატყეო            სააგენტოსთვის“         გადაცემის      შესახებ.
  •  ,,ცაგერის        მუნიციპალიტეტის    სოფელ            ქვედა  ცაგერში,         სოფელ ორბელში, სოფელ  გაგულეჩში  არასასოფლო-სამეურნეო         დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ინერტული,            სამშენებლო და          ნგრევის           ნარჩენების განთავსების ადგილის   გამოყოფის            შესახებ“          ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022     წლის   29  დეკემბრის             N79  განკარგულება: გ-81.8122363001 ცვლილების შეტანის  თაობაზე.

ამით საკრებულოს სხდომამ მუშაობა დაასრულა.

 

სიახლეები