სიახლეები

ცაგერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ღვაწლმოსილი პედაგოგის-ნინო ლაკვეხელიანის საიუბილეო საღამო-,,ცხოვრება 80-ის შემდეგ" შედგა

ცაგერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ღვაწლმოსილი პედაგოგის-ნინო ლაკვეხელიანის საიუბილეო საღამო-,,ცხოვრება 80-ის შემდეგ" შედგა.
საღამოს ორგანიზატორი გახლდათ დარეჯან ბურჯალიანი, რომელმაც 80 წლის იუბილე მიულოცა საყვარელ პედაგოგს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგის აღზრდილები, კოლეგები, ლეჩხუმის საზოგადოება.
ქალბატონ ნინოს იუბილე მიულოცეს: ლასურიასის საჯარო სკოლის დირექტორმა მარინა ბრეგვაძემ, ღვაწლმოსილმა პედაგოგმა სერგო მიქაძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი სილაგაძემ და სხვებმა .
ცაგერის მუნიციპალიტეტისგან იუბილარ პედაგოგს სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.
ვუერთდებით მილოცვებს და ქალბატონ ნინო ლაკვეხელიანს დღეგრძელობას და მხნეობას ვუსურვებთ!

სიახლეები