სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალუდა თუთისანმა სამუშაო თათბირი გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალუდა თუთისანმა სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
თათბირზე განიხილეს სხვადასხვა სამსახურში არსებული მდგომარეობა, კულტურის, სოციალურ სფეროებში დაგეგმილი ღონისძიებები და აქტივობები,
ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული ზოგადი მდგომარეობა, მიმდინარე პროექტები, საგზაო ინფრასტრუქტურის და წყალსადენის მდგომარეობა, არსებული გამოწვევები.
სამსახურების ხელმძღვანელებმა კონკრეტული დავალებები მიიღეს და კვირის სამუშაო გეგმა დასახეს.

სიახლეები