სიახლეები

მხარის გუბერნატორმა ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგებთან შეხვედრები დაიწყო.

სახელმწიფომ რწმუნებული-გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე , რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსთან ირმა მაქარაშვილთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ალპანისა და სოფ.ტვიშის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა.
რწმუნებული გაეცნო სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და შეაფასა მასწავლებლის როლი საზოგადოების განვითარების პროცესში, ასევე, აღნიშნა,რომ დღეს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო პრესტიჟული და დაფასებული გახდეს.“
რწმუნებულის შეხვედრები პედაგოგებთან გაგრძელდება და რეგიონის ყველა სკოლას მოიცავს.

სიახლეები