სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია მოეწყო

ცაგერის მუნიციპალიტეტში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია მოეწყო.
აღნიშნულ აქციაში ჩაერთნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი, მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე რეზო ხეცურიანი, სხვადასხვა დაწესებულებათა და ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლები.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა მდინარე ცხენისწყლის და წყაროების მიმდებარე ტერიტორიები, ,,მწვანე თეატრი", მაქსიმე აღმსარებლი მონასტრის მიმდებარე ტერიტორია, ყველა სოფლის წყაროებთან და ნაკადულებთან ახლო მდებარე ტერიტორიები.
22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება.

სიახლეები