სიახლეები

იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების, ევროსტანდარტების შესაბამისი ობიექტი მოეწყობა

ცაგერის მუნიციპალიტეტში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია მოეწყო.
აღნიშნულ აქციაში ჩაერთნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი, მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე რეზო ხეცურიანი, სხვადასხვა დაწესებულებათა და ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლები.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა მდინარე ცხენისწყლის და წყაროების მიმდებარე ტერიტორიები, ,,მწვანე თეატრი", მაქსიმე აღმსარებლი მონასტრის მიმდებარე ტერიტორია, ყველა სოფლის წყაროებთან და ნაკადულებთან ახლო მდებარე ტერიტორიები.
22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება.
იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების, ევროსტანდარტების შესაბამისი ობიექტი მოეწყობა
იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების, ევროსტანდარტების შესაბამისი ობიექტი მოეწყობა, რომლის მშენებლობა "ქუთაისის მყარი ნარჩენები ინტეგრირებული მართვის" პროექტის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტშია (სოფელ მუხიანის მიმდებარედ) დაგეგმილი.
აღსანიშნავია რომ, ახალ ობიექტზე გამოყენებული იქნება ნაჟური წყლის გამწმენდი მაღალტექნოლოგიური “რევერსული ოსმოსის“ სისტემა, ასევე, სათბური აირების შეკრებისა და დამუშავების თანამედროვე სისტემები; ობიექტზე ნარჩენების განთავსების უჯრედები მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ნარჩენების გადამტვირთავი 6 სადგურის მოწყობას და მათ სათანადოდ აღჭურვას. აღნიშნული სისტემა სრულიად ჩაანაცვლებს ძველ, არსებული ნაგავსაყრელებს, რომლებიც ეტაპობრივად, სტანდარტების შესაბამისდ დახურვა.
აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვასა და ეკოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის (EU NIF) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიის საქართველოსთან ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში.

სიახლეები