სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა სოციალურ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა სოციალურ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა /თავმჯდომარე-მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი/.
საბჭოს წევრების მსჯელობის შედეგად, კანონის შესაბამისად, დაკმაყოფილდნენ ბენეფიციარები, რომელთაც წარმოდგენილი ჰქონდათ ოპერაციის, ძვირადღირებული გამოკვლევების ჩატარების, ონკოლოგიური და სხვადასხვა მძიმე დაავადებების, სოციალურად დაუცველობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სულ დაკმაყოფილდა 119 ბენეფიციარის განცხადება.
დახმარების გაცემის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ ადამიანებს, რომელთაც გადატანილი აქვთ მძიმე ოპერაციები, აგრეთვე, ონკოლოგიურ პაციენტებს.

სიახლეები