სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში- ტვიშში, ორხვსა და ალპანში ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში- ტვიშში, ორხვსა და ალპანში ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზემოთხსენებულ სოფლებში ცოფის შემთხვევა- ძაღლსა და მსხვილფეხა პირუტყვში ლაბორატორიულად დადასტურდა.
რაჭა-ლეჩუმის სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის ვეტერინარებმა შემთხვევების გამოვლენისთანავე აღნიშნულ სოფლებში სავალდებულო ვაქცინაციის და სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება დაიწყეს. აცრები მიმდინარეობს ალპანის თემშიც.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის- პაპუნა მარგველიძის გადაწყვეტილებით გამოიცა განკარგულება და აღნიშნულ ტერიტორიებზე საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.
კარანტინის პერიოდი განისაზღვრება შემთხვევის დადასტურებიდან და მოქმედებს ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან დღის გასვლის შემდეგ.
კარანტინი გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, აღნიშნულ პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება.
სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი, სპეციალისტების რეკომენდაციით, მოსახლეობას მოუწოდებს , ცხოველებში საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ვეტერინარს. საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - ან სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოს (ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭის ქუჩა #17).

სიახლეები