სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 აპრილს საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ-საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რეზო ხეცურიანმა.
მიღებულ იქნა დადგენილებები:
-
„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბერის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ.
-
„ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მარტის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
-
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
-
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მარტის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
-
„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
მიღებულ იქნა განკარგულებები:
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ.
-
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში 2023 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ.
-
,,ქალაქ ცაგერის ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ოქტომბრის №51 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ამით საკრებულოს სხდომამ მუშაობა დაასრულა.


