სიახლეები
8-9 აპრილს ცაგერში ჩატარდა ქალთა გუნდებს შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტური
8-9 აპრილს ცაგერის სპორტის სასახლეში საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის(პრეზიდენტი:გიორგი ქართველიშვილი) და ა(ა)იპ ფრენბურთის კლუბ ,,ცაგერის" (დირექტორი გია სილაგაძე) ორგანიზებით ჩატარდა ქალთა გუნდებს შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტური.
ღონისძიების მხარდამჭერები: -საქართველოს კულტურის,სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, რაჭა -ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.
ნახევარდფინალურ შეხვედრებში ასეთი შედეგები დაფიქსირდა: თბილისმა ორივე შეხვედრაში ერთნაირი დამაჯერებელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა ბოლნისი და გავიდა ფინალში. გაცილებით უფრო დაძაბული გამოდგა მეორე ნახევარდფინალური ასპარეზობები ,რომლის პირველ შეხვედრაში სამტრედიის ,,ჯიკომ" 3:2 დაამარცხა ბათუმი , თუმცა მეორე მატჩში ბათუმმა გაცილებით დამაჯერებლად მოიგო 3:1 და მოიპოვა ფინალის საგზური.
საქართველოს ჩემპიონატის დასკვნით ასპარეზობაში ,რომელიც მოგვიანებით თელავში გაიმართება ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან თბილისი-ბათუმი ,ხოლო მესამე ადგილისათვის იასპარეზებენ ,,ჯიკო" და ბოლნისი.
ორდღიანმა საინტერესო ორთაბრძოლებმა ფრენბურთის ადგილობრივ გულშემატკივართა დიდი ინტერესი გამოიწვია.
ღონისძიებას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.


