სიახლეები
,,ფიბას" ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით რეგიონების მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ,,ფიბას" ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით რეგიონების მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართა.
ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე და ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელ შალვა ონიანთან და მის თანაშემწე ალეკო პეტრიაშვილთან ერთად, ცაგერს ესტუმრნენ, სადაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისათვის განკუთვნილი საკალათბურთო ინვენტარი ჩამოიტანეს.
ცაგერის მრავალპროფილიან სპორტულ კომპლექსში რეგიონის საკალათბურთო სკოლებს გადაეცა სათამაშო ბურთები საკალათბურთო ფარები, სათამაშო ფორმები, ახალგაზრდა კალათბურთელებისათვის დრიბლინგის დასახვეწად საჭირო სპეციალური სათვალეები.
მწვრთნელებს დაურიგდა პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო დაფები, სასტვენები და სხვადასხვა სპორტული ატრიბუტიკა.
ვიქტორ სანიკიძემ და ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ცაგერელ მოზარდებს მასტერკლასი ჩაუტარეს. ბავშვებმა გულისყურით მოისმინეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ კალათბურთელთა და ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს და მისგან მეტად სასარგებლო რჩევა -დარიგებები მიიღეს.
ღონისძიებას ესწრებოდა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.
მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის, რეგიონის მუნიციპალიტეტების სპორტის დაწესებულებების ხელმძღვანელები.


