სიახლეები
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ‘’ადამიანის უფლებები ყველასთვის’’ წარმომადგენლებს შეხვდნენ
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი და მოადგილე მარიკა კოპალიანი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ‘’ადამიანის უფლებები ყველასთვის’’ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ‘’ადამიანის უფლებები ყველასათვის’’ - მეორე ფაზა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისა და სოციალური ჯგუფის უფლებების დაცვას საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
პროგრამა მოიცავს შემდეგ სფეროებს:
ადამიანის უფლებათა მიმართულებით არსებული ეროვნული პოლიტიკის განხორციელება და მონიტორინგი;
ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა საქართველოს რეგიონებში;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმების გაძლიერება;
უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სხვა სოციალური ჯგუფების უფლებების დაცვა.


