სიახლეები

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.
გილოცავთ დედაენის დღეს!
ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა, საქართველოს მოსახლეობამ ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
ქართულ დამწერლობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ეს არის განძი, რომელსაც საფრთხე არასდროს უნდა შეექმნას, ეს არის ის რასაც ყველაზე მეტად სჭირდება დაცვა და გაფრთხილება.

სიახლეები