სიახლეები

ცაგერის სპორტის სასახლეში ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული შეჯიბრება ფრენბურთში ვაჟთა და გოგონათა გუნდებს შორის

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის, ა(ა)იპ ,,ფრენბურთის კლუბ ცაგერის" ორგანიზებით, ცაგერის სპორტის სასახლეში ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული შეჯიბრება ფრენბურთში ვაჟთა და გოგონათა გუნდებს შორის.
ვაჟთა გუნდებს შორის რეგიონის ჩემპიონი გახდა ცაგერის მუნიციპალიტეტის ზუბის საჯარო სკოლის გუნდი.
გოგონათა გუნდებს შორის შეჯიბრება დაძაბული გამოდგა, მონაწილე სამ გუნდს შორის გამართულ წრიულ შეჯიბრებაში ყველა გუნდმა მოიპოვა თითო გამარჯვება, თუმცა მეტი მოგებული პარტიის გამო რეგიონის ჩემპიონობა მოიპოვა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის გუნდმა. მეორე ადგილი წილად ხვდა ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის, ხოლო მესამე- ცაგერის მუნიციპალიტეტის ზუბის საჯარო სკოლის გუნდებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი , საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი,
სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით და სასკოლო ოლიმპიადის შესაბამისი ხარისხის სიგელებით .სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული თამაშები გრძელდება 20 და 21 აპრილს ამბროლაურში.

სიახლეები