სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  26  აპრილს  საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას ხელმძღვანელობდა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე  კარლო მუშკუდიანი.

სხდომაზე განიხილეს საკითხი:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან ქ. ცაგერის  საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის პროექტის თანადაფინანსებისთვის თანხის გამოყოფაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.  

 

საკითხს მხარი დაუჭირეს დამსწრეებმა.


სიახლეები