სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომაა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 27 აპრილს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე ზაზა ყურაშვილი.
სხდომაზე განიხილეს საკითხები:
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ქალაქ ცაგერში რუსთაველის ქუჩა N 69 მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 89.03.22.002) 5 კვ. მ. ფართობის კომერციული საქმიანობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით-იჯარით გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე.
- ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2022 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 04 მაისის №24 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საკითხებს მხარი დაუჭირეს დამსწრეებმა.


