სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში, დასუფთავების აქცია მოეწყო
ცაგერის მუნიციპალიტეტში, დასუფთავების აქცია მოეწყო.
აღნიშნულ აქციაში ჩაერთნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, სხვადასხვა დაწესებულებათა და ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლები, სოციალური პროგრამით დასაქმებული პირები.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქის ქუჩები, სოფლების ცენტრები, ,,მწვანე თეატრი", წყაროებთან მისასვლელები.
მსგავსი ტიპის აქციები ცაგერის მუნიციპალიტეტში კვლავ გაიმართება.


