სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 3 მაისს  საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს  მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ (საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა)   რეზო ხეცურიანმა.

მიღებულ იქნა  განკარგულებები:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის 3 თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
  • ცაგერის  მუნიციპალიტეტის   სოფლებში სახელწოდების არმქონე  გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი)  არაბული ციფრებით   სახელდების  შესახებ.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან ქ. ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის პროექტის თანადაფინანსებისათვის თანხის გამოყოფაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
  • ცაგერის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ქალაქ ცაგერში რუსთაველის ქუჩა 69 მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 89.03.22.002) 5 კვ. მ. ფართობის კომერციული საქმიანობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით-იჯარით გადაცემის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის  მიცემის თაობაზე.
  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2022 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 04 მაისის # 24 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

სიახლეები