სიახლეები

ქალაქ ცაგერში საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ღვაწლმოსილ- ბიბლიოთეკარს- რიტა თვარაძეს ესტუმრნენ

ქალაქ ცაგერში საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე- ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ღვაწლმოსილ- ბიბლიოთეკარს- რიტა თვარაძეს ესტუმრა.
ქალბატონი რიტა 50 წელი ემსახურა თავის პროფესიას, უზადოდ და ერთგულებით.
გამორჩეული საქმიანობისთვის ის 2001 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
გუბერნატორის პირველ მოადგილესთან ერთად ღვაწლმოსილ ქალბატონს ესტუმრნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, მთავარი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ბელა საღინაძე. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალბატონ რიტას მადლობა გადაუხადეს ფასდაუდებელი საქმიანობისთვის, დღეგრძელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.

სიახლეები