სიახლეები
მთავარი ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკის კვირეულის დასკვნითი, შემეცნებითი ღონისძიება-,,წარმატებული ქალბატონების წარმატების ფორმულა,"- ,,რა მომცა წიგნმა" გაიმართა.
5 მაისს ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკის კვირეულის დასკვნითი, შემეცნებითი ღონისძიება-,,წარმატებული ქალბატონების წარმატების ფორმულა,"- ,,რა მომცა წიგნმა" გაიმართა.
მოწვეული სტუმრები-ცაგერის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ნევროლოგი მირანდა სილაგაძე, განათლების მუზეუმის ხელმძღვანელი იზოლდა ხვადაგიანი, ცაგერის საჯარო სკოლის მე-10 კლასის წარჩინებული მოსწავლე ელენე ლეთოდიანი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გურგუჩიანი, ნასპერის საჯარო სკოლის პედაგოგი, ბიბლიოთეკარი, ,,,ლეჩხუმელი დიასახლისი" ხათუნა ღურჭუმალიძე, ქუთაისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი ქეთევან ქობულაძე, ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი ,მთვარისა ახვლედიანი, ლაჯანის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ბურჯალიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, ლაჯანის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი-საქართველოს წლის საუკეთესო პედაგოგის ტიტულის მფლობელი, ფიქრია ჭიღვარია.
შეხვედრას უძღვებოდა ბიბლიოთეკის დირექტორი ბელა საღინაძე.
ერთი მართლაც საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიება ვიხილეთ-მოწვეულმა გაგვანდეს -რა მისცათ წიგნმა და ისიც, საქმეში მთელი გული, გონება, ცოდნა და გამოცდილება რომ უნდა ჩააქსოვო--წარმატების საიდუმლოც სხვა არაფერია.
დღე გაალამაზეს წარმატებული ქალბატონების წარმატებულმა შვილებმა და მოსწავლეებმა მხატვრული ნომრებით.
ბიბლიოთეკის შესასვლელში გამოფენილი იყო ქეთევან ქობულაძის და მათუნა ჯიაძის შთამბეჭდავი ხელნაკეთი ნივთები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები-საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავა, ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სილაგაძე, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირკაშვილი.
წარმატებულ ქალბატონებს ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკისაგან გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.


