სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, ცაგერის მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ, მერის მოადგილემ მიხეილ მეშველიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა და ლეჩხუმის საზოგადოებამ, ახალგაზრდებმა გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს შინმოუსვლელთა მემორიალი, აქვე მოუსმინეს ლიტერატურულ- მუსიკალურ კომპოზიციას.
ღონისძიება ცაგერის დიდების მუზეუმში გაგრძელდა, სადაც საზოგადოებამ ომის თემაზე წარმოდგენილი გამოფენა დაათვალიერა. ამავე თემაზე ლექცია წაიკითხა მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა, ომარ ჭაბუკიანმა.

სიახლეები